ქართული რეკორდი – კიევში 2010-10-06 სალომე გველესიანი სულ ცოტა ხნის წინ უკრაინის დედაქალაქში ქართული დელეგაცია ჩავიდა კლუბ „რეკორდის" ხელმძღვანელთან, შოთა ქელდიშვილთან ერთად...
ზვიად გამსახურდიას მკვლელობის რა ვერსია აქვს თენგიზ კიტოვანს 2010-10-06
ნინო ხაჩიძე მართალია,
თენგიზ კიტოვანი აგერ უკვე, 10 წელია, რუსეთში ცხოვრობს, თუმცა პერიოდულად
მაინც ექცევა ხოლმე ქართული მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში. სულ
ბოლო ინფორმაციით, აფხაზ ვეტერანებს მათთვის თენგიზ კიტოვანის გადაცემა
მოუთხოვიათ, ამ უკანასკნელს კი სანაცვლოდ ედუარდ შევარდნაძე შეუთავაზებია.
უფრო ადრე, რფ-ის დედაქალაქში საქართველოს პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის წევრებიც ეწვივნენ (რომლებიც ზვიად გამსახურდიას
დაღუპვის მიზეზებს იძიებენ) და ჩვენება ჩამოართვეს. საზოგადოების ნაწილმა
თენგიზ კიტოვანის ბოლო ნამუშევრად დანგრეული რუსთაველის გამზირი
დაიმახსოვრა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მხატვრობას რუსეთის დედაქალაქშიც
განაგრძობს, ოღონდ ამაზე ოდნავ მოგვიანებით.
რას ნიშნავს რუსეთთან წინაპირობების გარეშე დიალოგის დაწყება და რა ორ შეთავაზებას აპირებს მოსკოვი თბილისისთვის 2010-10-06
ნინო ხაჩიძე მართალია,
რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებების აგრესიული რიტორიკა (ერთმანეთის
მისამართით) არ შეცვლილა, მაგრამ თვით ამ აგრესიულობაშიც კი შეინიშნება
დიალოგისკენ გამოწვევის სიმპტომები. რფ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა
ჩაგვაწვეთეს, ყველაფერზე შეიძლება მოლაპარაკებაო და, თავის მხრივ, არც
ჩვენი ხელისუფლებაა უარზე, წინაპირობების გარეშე ისაუბროს. პარლამენტის
თავმჯდომარე ამბობს, სუფთა ფურცლიდან ვერ ვილაპარაკებთო, თუმცა საგარეო
საქმეთა მინისტრი მზადაა უპირობო მოლაპარაკებებისთვის. ეს მხოლოდ
პოლიტიკური ფლირტია თუ რეალური შედეგისკენ გადადგმული ნაბიჯი? – თემაზე
ექსპერტ რამაზ საყვარელიძესთან ვისაუბრებთ.